18 წელი 11 სექტემბრის ტრაგედიიდან

11 სექტემბერი 2019, 14:59 2059 ნახვა

დღეს აშშ-ში  11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების  მორიგ წლისთავს აღნიშნავენ.  ტერაქტიდან 18 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების  4 თვითმფრინავი გაიტაცა.

ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ. ორი თვითმფრინავი  - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა,  მესამე  პენტაგონის შენობას დაეცა, ხოლო მეოთხემ მიზნამდე ვერ მიაღწია და  სომერსეტის ოლქში  ჩამოვარდა.  ტერაქტებმა  2 ათას 753 ადამიანი იმსხვერპლა, 6 ათასამდე კი დაშავდა.

დღეს ნიუ-იორკში მემორიალურ ღონისძიებაზე ტრადიციულად   თითოეული დაღუპულის სახელს წარმოთქვამენ. ცერემონიას მხოლოდ ტერაქტის შედეგად დაღუპულების ოჯახების წევრები დაესწრებიან.

სპეციალური ღონისძიება გაიმართება პენტაგონშიც, რომელიც დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად წუთიერი დუმილით დაიწყება. მას დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 11 სექტემბრის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ალ ქაიდამ აიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი