ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას "TV 25" ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევა სანაპირო ზოლში სასტუმროს მშენებლობისას მოხდა.
მეორე დაშავებული მუშა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.