31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. თარიღი, საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს, თავდაცვის მინისტრმა, ტელეკონფერენციის საშუალებით მიულოცა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
დღესვე, ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 20 წლის წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.