წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებები აირჩია.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად, აბიტურიენტებს სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც კი ჰქონდათ, თუ აბიტურიენტები ორი ან მეტ არჩევით საგანს მონიშნავდნენ და ერთ-ერთ მათგანში ჩაიჭრებოდნენ, ან რომელიმე მათგანზე არ გამოცხადებოდნენ.
აპელაციის უფლებით აბიტურიენტთა მხოლოდ 2% ისარგებლა. სააპელაციო განაცხადი 3 000-მდე აბიტურიენტმა შემოიტანა, მათგან ქულა 648 აპლიკანტს შეეცვალა.