მოზარდების პროტესტმა გაჭრა - მერიამ კალათბურთის ფარები ჩამოკიდა 

29 აგვისტო 2019, 20:31 2058 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს გუშინ მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც წერდა, რომ ხიმშიაშვილის 25 ნომერში სტადიონზე ხელოვნური საფარი და კალათბურთის ფარები დაზიანებული იყო. 

მოზარდებმა კი, პროტესტის ნიშნად ფარის ადგილას სავარძელიც განათავსეს.

დღეს დილით, ბათუმის მერიის წარმომადგენლები ხიმშიაშვილის ქუჩაზე მივიდნენ. რბილი სავარძელი სანაგვესთან გაიტანეს, ფარები შეაკეთეს, ახალი ბადეები ჩამოკიდეს და სტადიონის საფარზე მცირე სამუშაოები ჩაატარეს. 

ჯაბა ცეცხლაძის თქმით, საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულმა ნახა, რომ სტადიონზე ბავშვები თამაშობდნენ. 

''სტადიონზე ხელოვნური საფარი, ანუ მწვანე ხალიჩა დააწებეს. რამდენიმე ადგილას, სადაც რკინის ბადე დაზიანებული იყო გაასწორეს, კალათბურთის ბადეები მოაწესრიგეს. ვერ გეტყვით რომ ძაან იდეალურად, მაგრამ ნორმალურადაა. რაც მთავარია სწრაფად მოხდა რეაგირება და კარგია. სავარძელი იქვე ნაგვის ურნაა და იქ გაუტანიათ. ბავშვები თამაშობენ ახლა სტადიონზე'' -  ამბობს ჯაბა. 

 

28.08.19

29.08.19

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი