ბათუმის ბულვარის განაშენიანების გენ.გეგმის კონკურსი დასრულდა. დარეგისტრირდა მხოლოდ ერთი კომპანია. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი სახის დოკუმენტი ბულვარს, თავისი განვითარების არცერთ ეტაპზე არ ჰქონია და რომ ეს არის ისტორიული დოკუმენტი.
ახალი გენერალური გეგმა სამი ნაწილისაგან შედგება, კერძოდ კვლევის ნაწილი, სწორი განაშენიანების გეგმა და სავალდებულო რეკომენდაციები, ანუ გაიდლაინები.
პროექტი მოიცავს ბულვარის კონსერვაციას და მის განვითარებას, რომელიც ძველ და ახალ ბულვარის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება.