გონიოს ციხეში "გლადიატორების ორთაბრძოლა" მიმდინარეობს

20 აგვისტო 2019, 12:13 1644 ნახვა

გონიოს ციხეში ამ წუთებში თეატრალიზებული სანახაობა მიმდინარეობს, ძველი რომაელების მიერ აშენებულ ციხე-სიმაგრეში ფესტივალი ტარდება. 

სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში "გლადიატორების​ ორთაბძოლას"​ ადევნებენ თვალს ფესტივალის სტუმრები. 

ფესტივალი დღეს გაიხსნა და ხვალ, 21 აგვისტოს დაიხურება. ორგანიზატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა.

,,რომაული ფესტივალი 2019’’ ფარგლებში  ბანაკიც მოეწყო. ბანაკში ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობას შეხვდებით, რომელსაც ძველი რომაელი ჯარისკაცები იყენებდნენ. 

იქვე დაგხვდებათ სადღესასწაულო ბაზრობაც, სადაც შეძლებთ ხელნაკეთი ნივთები, კერამიკული ნაწარმი და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშები იყიდოთ. დაინტერესების შემთხვევაში მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასებიც მიიღოთ. 

თეატრალური სანახაობების გარდა ნამდვილი სპორტული შეჯიბრებებიც ჩატარდება, ,,გონიოს თასისთვის’’ -  მოჭიდავეები, მშვილდოსნები და მხედრები იბრძოლებენ.

გინიოს ციხე დილით 10 საათზე იხსნება და 6 საათამდე მუშაობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი