ბათუმში ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

17 აგვისტო 2019, 12:20 4252 ნახვა

ბათუმში, ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი ფიროსმანის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდნენ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში