ახალი თაობის ვირტუოზების გალა-კონცერტი გაიმართა ბათუმში. კონცერტში საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი 6 ახალგაზრდა მუსიკოსი მონაწილეობდა. მუსიკალური საღამოს პროგრამაში კლასიკური რეპერტუარი იყო - შესრულდა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ამ შემადგენლობით და რეპერტუარით პირველი კონცერტი თბილისში გაიმართა.
პროექტი ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტ ART-ის ორგანიზებით ხორციელდება. მხარდამჭერი კი ბათუმის მერია და აჭარის კულტურის სამინისტროა.