ბათუმის ავტოტრანსპორტი მოქალაქეებს მოუწოდებს გაუფრთხილდნენ ავტობუსებს. მათი განცხადებით, ხშირია დანაგვიანების, წარწერების დატოვებისა და სავარძლების დაზიანების შემთხვევები.
ე.წ. ყვითელი ავტობუსები გუშინ დაასუფთავეს, რასაც წინ უძღოდა მგზავრების გამოკითხვა და ავტობუსებში არსებული სანიტარული მდგომარეობის შეფასება.