დიდგორობა აღნიშნა მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა დღეს ბათუმში. მსვლელობა ცენტრალური პარკიდან დაიწყო და ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დასრულდა. მსვლელობაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც იუნკრების საფლავთან პარაკლისი გადაიხადეს. მსვლელობაში მონაწილეობდა ბიზნესმენი ლევან ვასაძეც.