რუსთავი 2 იყიდება - ზვიად ქორიძის შეფასება

12 აგვისტო 2019, 18:16 1273 ნახვა

ქიბარ ხალვაში არის ნომინალური ფიგურა, რომელიც ასრულებს ხელისუფლების მორიგ დავალებას - ასე აფასებს ტელევიზიის გაყიდვის შესახებ ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.

მისი განცხადებით, რუსთავი ორთან დაკავშირებით პროცესების საბოლოო მიზანი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის  შეცვლაა,   დავალიანება კი კომპანიას სწორედ ყადაღის გამო დაუგროვდა, თუმცა ამ ფონზეც  დავის პარალელურად ტელევიზია არსებობას ახერხებდა. 

ტელევიზიის მფლობელობაზე პრეტენზიის მქონე პირს კი ტელევიზიის თავიდან მოშორების ნაცვლად მისი ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის გეგმაც უნდა ჰქონოდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი