ავსტრალიის მთავრობა 340 მილიონ დოლარს დახარჯავს სპეცდანიშნულების ძალების შესაძლებლობების განვითარებისთვის. როგორც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ავსტრალიამ ადეკვატური რეაგირება მოახდინოს როგორც შიდა, ასევე საგარეო საფრთხეებზე.
დაფინანსების გაზრდა აქტუალური ბოლო წლებში სიდნეისა და მელბურნში უსაფრთხოების სფეროში მომხდარი გახმაურებული ინციდენტების შემდეგ გადაწყდა. ამასთან ავსტრალია მიისწრაფვის დაიკავოს წამყვანი პოზიციები წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ასევე გავლენების გაზრდისთვის იბრძვის ჩინეთი.
ავსტრალიის ხელისუფლებამ გასულ თვეში განაცხადა, რომ შექმნის ახალ სამხედრო ნაწილს, რომელიც გაწვრთნის და დახმარებას აღმოუჩენს წყნარი ოკეანის რეგიონში ავსტრალიის მოკავშირეებს.
ქვეყანა აპირებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს დაფინანსება 2021 წლისთვის გახდეს მზარდი შიდა პროდუქტის (მშპ) 2 %, რაც როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, ნატოს წევრი ქვეყნების მიზანი უნდა იყოს.
ავსტრალიას თავდაცვის განვითარების 20 წლიანი გეგმა აქვს, რომლის ფარგლებშიც, ჯამში 3 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.