გორან ბრეგოვიჩის კონცერტი  ბათუმში

10 აგვისტო 2019, 12:00 2836 ნახვა

გორან ბრეგოვიჩის კონცერტს, ბათუმის საჩოგბურთო კორტებმა უმასპინძლა. ბოსნიელმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ძველი და ახალი ჰიტები შეასრულა. საღამო ქართველმა მომღერალმა ლევან კბილაშვილმა გახსნა. ბრეგოვიჩმა კორტები ისე დატოვა რომ კომენტარი არ გაუკეთებია. მუსიკოსს მთელს მსოფლიოში იცნობენ როგორც, ემირ კუსტურიცას ფილმის მუსიკის ავტორი.

ბრეგოვიჩის მიერ ფილმისთვის"დედოფალი მარგო" დაწერილ მუსიკას კანის ფესტივალზე ორი ჯილდო ხვდა წილად. გორან ბრეგოვიჩი ფილმებისთვის მუსიკას 1970-იანი წლებიდან  წერს. მისი საუნდრეკები გაჯერებულია სასულე ინსტრუმენტებით ასევე ბალკანური და ბოშური ტრადიციული მუსიკის ელემენტებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი