ბულვარში მოპედი ჯიხურს დაეჯახა - დაშავებულია ქალი და არასრულწლოვანი

10 აგვისტო 2019, 11:00 2464 ნახვა

ბულვარში მოპედი სავაჭრო ობიექტს დაეჯახა. მოპედს ტურისტი მართავდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად ადგილზე დასაქმებული ქალი და ბავშვი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ბავშვს ფეხი ჰქონდა მოტეხილი.

ელექტრომობილებისა და სკუტერების ბულვარში გადაადგილება კონტროლდება, თუმცა მსგავსი შემთხვევა ერთი კვირის წინაც მოხდა. სკუტერს არასრულწლოვანი მართავდა და ფეხითმოსიარულეს დაეჯახა. ბულვარის ადმინისტრაციამ აკრძალვის შემდეგ პირველადი ჯარიმა 20 ლარი შემოიღო. თავად გამქირავებლები ამბობენ, რომ ტურისტებს აფრთხილებენ, ამის მიუხედავად ისინი აკრძალულ ზონებში მაინც შედიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი