„გზა ევროპისკენ“გომარდულში საზაფხულო სკოლა გაიხსნა. მაღალმთიანი აჭარის ხულოს, შუახევისა და ქედის XI- XII კლასის მოსწავლეები ხუთი დღის განმავლობაში ასოცირების ხელშეკრულებისა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ლექცია სემინარებს მოისმენენ.
გაეცნობიან ისტორიასა და მითებს ევროკავშირის შესახებ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასა და საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობას. დაგეგმილია სპორტულ- კულტურული აქტივობები.