INSTAGRAM-ი და WhatsApp-ი სახელს შეიცვლის

05 აგვისტო 2019, 12:34 2939 ნახვა

რებრენდინგის - ანუ ბრენდის სახელის შეცვლის შედეგად, აპლიკაციები წარმოდგენილი იქნება როგორც “Instagram from Facebook” და “WhatsApp from Facebook”.  

სიახლის მიზანია მომხმარებელს გაუმარტივდეს აღქმა, თუ რომელი ონლაინ პროდუქტებია Facebook-ის სერვისის ნაწილი და რომელი წარმოადგენს კომპანიის კუთვნილებას.

პირველ ეტაპზე ახალი დასახელებები მხოლოდ App Store-სა და Google Play-ის საძიებო სისტემაში გამოჩნდება, სმარტფონების ეკრანებზე კი აპლიკაციების დასახელება უცვლელი დარჩება. 

სახელის ცვლილებასთან ერთად ამ ეტაპზე, სამ აპლიკაციას შორის ჩატების გაერთიანება და საერთო მიმოწერის სისტემის შექმნა მიმდინარეობს.

რებრენდინგიდან გამომდინარე რამდენიმე დღეა ქსელები შეფერხებით მუშაობენ.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი