სიწყნარე, ტყის სურნელი, სუფთა ჰაერი და წყალი-ასე ახასიათებს 98 წლის დავით დავითაძე კურორტ ბეშუმს. კურორტის კოლორიტად წოდებულ მოხუცს არ ახსენდება ზაფხული, რომელიც სხვაგან გაეტარებინოს. ამბობს, რომ მთელი წელი ელოდება დღეს, როცა ბეშუმში ამოსვლას და ტყის ჰაერის ღრმად ჩასუნქთვას შეძლებს.
იხსენებს კურორტის განვითარების ეტაპებს და ნაწილობრივ უკვირს კიდეც თუ როგორ შეცვალა დრომ ყველაფერი.
„ხულოს მაცხოვრებლებმა ბეშუმი 1920 წელს შეისყიდეს, მანამ ის ერთ ადამიანს ასლან ბეგ ხიმშიაშვილს ეკუთვნოდა”-ამბობს ხანდაზმული.
დავითის მამა იუსუფ დავითაძე მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. 1924 წელს, ბეშუმში, "ნაჩადრევის" დასახლებში პირველი სახლი ააგო, რომელშიც ამჟამადაც ცხოვრობს, თუმცა სახლმა დროსთან ერთად ადგილმონაცვლეობა განიცადა და ახლა "გაფენილ წყალზე" მდებარეობს.
დავით დავითაძეს 5 შვილი ყავს, რომლებიც მთელი ბავშვობა აქ დაყავდა. დღეს ამ ტრადიციას შვილიშვილები აგრძელებენ და ყოველ ზაფხულს კურორტს ისინიც სტუმრობენ.
ამბობს, რომ როცა ბეშუმში გადმოვიდა, მისი ერთ-ერთი მიზანი ტყის დაცვა იყო. ახლა კურორტზე არსებულ მდგომარეობას მაშინდელს ადარებს და იხსენებს პერიოდს, როცა მთაზე გაფენილი უღრანი ტყეები სასვსე იყო კურდღლებით და თვალუწვდენელი ხეებით, რომლებიც ცას კარიბჭედ ეფარებოდნენ.
„ბევრი რამ შეიცვალა. ხალხი მომრავლა. ხეეების ნაწილი თავისით გახმა, ნაწილი გაიჩეხა, აღარც კურდღლებია და აღარც უღრანი ტყეები“-იხსნებეს მოხუცი.
„დრომ მიანც თავისი ქნა“-ამბობს დავით დავითაზე. შეიცვალა ხალხიც, გარემოც, მაგრამ მე მიანც ჩემს აზრზე ვრჩები, რომ საქართველოში ყველაზე კარგი კურორტი ბეშუმია.
მთას გაძლიერება სჭირდება, კურორტს განვითარება, ტყეს და სიმწვანეს კი შენარჩუნება და დაცვა-მერწმუნეთ, ყველაფერი ამის შემდეგ კარგად იქნება.
მე წარმავალი ვარ, თქვენ კი მომავალი-არ გეწყინოთ მოხუცი ადამიანის დარიგება, მერწმუნეთ ცუდი განზრახვა არა მაქვს-ასე დაასრულა ჩვენთან საუბარი 98 წლის დავით დავითაძემ.