ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი “შინდისი” იქნება

31 ივლისი 2019, 17:02 1797 ნახვა

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი დიტო ცინცაძის „შინდისი“ იქნება.

გადაწყვეტილება რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინო კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12 კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრით მიიღო.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 5 ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი: ნინო ჟვანიას “აღლუმი”, მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება”, დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”, ​გიგიშა აბაშიძის “მეზობლები”, დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”.

გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „ოსკარის“ კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

ფილმი სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღების იდეა, ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის. ფილმის პრემიერა 2018 წლის აგვისტოში, ომიდან 10 წლისთავზე შედგა.

“შინდისი” გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. ეს არის რეალურად მომხდარი ამბავი ჩვენი დროის კავკასიური ომიდან. ადგილობრივი გლეხების თავდადება და ჩასაფრებაში მომწყვდეული ჯარისკაცების ბრძოლა სიცოცხლისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში