როგორ უნდა მოიქცეთ თუ ფუტკარმა, ბზიკმა ან კრაზანამ გიკბინათ?

01 აგვისტო 2019, 00:08 17995 ნახვა

აგვისტოს ჩათვლით მეფუტკრეობის აქტიური სეზონი გრძელდება.  აგვისტოს ბოლოს, მთავარი ღალიანობის დასასრულია. ფუტკარი გაზაფხულ-ზაფხულის აქტიური პერიოდიდან შემოდგომა-ზამთრის მშვიდ პერიოდში გადადის.

ამ დროს ფუტკარს იგივე მოვლა, პროფილაქტიკა და გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარება სჭირდება, როგორც ადრე გაზაფხულზე. შესაბამისად მეფუტრეებს მათთან  ხშირი კონტაქტი უწევთ, რაც ფუტკრის კბენის ალბათობას ზრდის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მეფუტკრეებისა და არა მხოლოდ მათთვის, საჭირო რეკომენდაციებს ავრცელებს.

რა უნდა მოიმოქმედოთ ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას კბენის შემთხვევაში ?

ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია და ხშირად საშიში ალერგიული რეაქციის მიზეზიც შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით საფრთხილოა ნაკბენი ბავშვებისთვის.

ხშირად, ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას ნაკბენი არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. თუმცა დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში დაკბენილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და მიმართოს ექიმს.

ექიმთან მიმართვამდე, დაკბენილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

- იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნდეს რომ არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია

- დაიბანოს ნაკბენი მიდამო საპნითა და წყლით

- ფრთხილად მოიცილოს ნესტარი კანის ზედაპირიდან

- დაიდოს ცივი საფენი ან ყინული შეშუპების შესამცირებლად

- არ გააღიზიანოს ნაკბენი მიდამო, ვინაიდან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შეშუპება, ქავილი და ინფიცირება.

- დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში, თუ გამოწერილი აქვს ეპინეფრინის აუტოინექცია, დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი ექიმის დანიშნულების მიხედვით

-მრავლობითი ნაკბენის ან მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიას, თუნდაც მხოლოდ ერთი ან ორი სიმპტომი) შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართოს ექიმს).

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი