ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

27 ივლისი 2019, 22:02 1803 ნახვა

ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა აქციაზე დაკავებულ  კიდევ ორ პირს, გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს.

დაკავებულების სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

გიორგი ჯავახიშვილის ადვოკატი 3 000-ლარიანი გირაოს, თორნიკე დათაშვილის ადვოკატი მისი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ოქრუაშვილის ადვოკატი კი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.  ამავე საქმეზე არიან დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი