ხულოში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდა. დარეგისტრირდა 280 პროექტი. კომისიამ 214 დადებითად შეაფასა. მოქალაქეებს კომერციული პროექტისთვის 2 ათასიდან 60 ათას ევრომდე გრანტის მოპოვება შეუძლიათ 25 პროცენტიანი თანადაფინანსებით. საბოლოოდ გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტების ავტორები ოქტომბრის ბოლოს დასახელდებიან.
ცნობილია, რომ პრიორიტი იმ იდეებს მიენიჭება, რომლებიც ხულოს ადგილობრივ სტრატეგიებსა და აქტივობებს პასუხობს. პროექტს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად ახორციელებს.