ხულოში ავარიის დროს 13 წლის გოგონა დაიღუპა 

25 ივლისი 2019, 16:12 9597 ნახვა

დღეს ხულოში, ღორჯომის თემში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ''უაზის'' ტიპის სატვირთო ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. მედიკოსების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ, მათ შორის ერთი მეშვიდე კლასელი გოგონა იყო, მეორე კი მისი ბაბუა.

ავარიის დროს კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც, სავარაუდოდ, ავტომობილს მართავდა. 

დაშავებული მამაკაცი, ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მედიკოსების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სამედიცინო დაწესებულებაში უთხრეს, პაციენტს სახის არეში მცირედი დაზიანებები აღენიშნება. ამჟამად მამაკაცი ამბულატორიული დაკვირვების ქვეშ რჩება. დღის ბოლოს კი, ბინაზე გაწერენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი