საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს დააფინანსებს - შეფასებები

25 ივლისი 2019, 12:37 3817 ნახვა

ვინც  რუსეთის ფედერაციიდან   საქართველოში მოგზაურობას გადაწყვეტს    საქართველოს მთავრობა მათ ბილეთის საფასურს დაუფინანსებს.  ანუ,  ავიაკომპანია, რომელიც ბათუმის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს შეასრულებს რუსეთის მიმართულებით და პირიქით  - საქართველოს მთავრობა თითოეული მგზავრის ბილეთში მაქსიმუმ 90 ევროს გადაუხდის. 

 ქართულმა მხარემ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებისთვის  600 ათას ევრომდე თანხა გამოყო და დადგენილება ძალაში ,  პრემიერ-მინისტრის ხელმოწერისთანავე  გუშინ შევიდა.  შევიდა.  მთავრობა არ აკონკრეტებს, რომელ ავიაკომპანიასთან აფორმებს ხელშეკრულებას თუმცა, დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი პირობები.  ამ ეტაპზე რუსეთიდან ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს მხოლოდ „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებს.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები  16 დღეა  შეწყდა. აკრძალვების შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს გამოსცა. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენები ექვსმა რუსულმა და ორმა  ქართულმა ავიაკომპანიამ შეაჩერა. რუსეთმა საქართველოს "ტურისტული ემბარგო" 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაუწესა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას შეფასებები უკვე მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში. ვნახოთ რას ფიქრობენ პოლიტიკოსები რეგიონში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში