დღეს,23 ივლისს,ხელვაჩაურში, “ღვინის სახლთან”, ავტოავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავადა. ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.