ხულოში სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა - არის მსხვერპლი

22 ივლისი 2019, 10:51 24379 ნახვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში. დაიღუპა ერთი ადამიანი,  სამი კი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. 

ავარიის დროს სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა.  

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესით დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში