უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან არჩევნებში ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 17%-ს აჭარბებს.
როგორც ცესკო-ში განაცხადეს, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ეს დაბალი მაჩვენებელია.
რადას ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგი საღამოს გახდება ცნობილი. ეგზიტპოლების შედეგები 21 ივლისს, საღამოს გამოქვეყნდება.
მეცხრე მოწვევის რადას პირველის სხდომა 9 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.