სოციალური ქსელები “ფეისბუკი”, “ინსტაგრამი” და “ვოთსაპი” შეფერხებით მუშაობს. ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელი სრულიად ან ნაწილობრივ იყო გათიშული საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საბერძნეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, საფრანგეთში, აშშ-ში, კანადასა და კიდევ 28 სხვა ქვეყანაში.
მომხმარებლების ნაწილი საიტისა და აპლიკაციების გამოყენებას ვერ ახერხებს.
Facebook-ის გვერდი არ იხსნებოდა, არ მუშაობას Messenger-ი , შეფერხება ფიქსირდება Instagram-ზეც.
შეფერხების შესახებ კომპანიაში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.