უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟის მანქანები ზაპოროჟიეს ოლქში ავარიაში მოყვნენ. პრეზიდენტი მანქანით არ მგზავრობდა, ის დედაქალაქში თვითმფრინავით დაბრუნდა. პრეზიდენტის კორტეჟის მანქანები ცდილობდნენ ავტობუსების კოლონის გასწრებას და ამ დროს კორტეჟის მიკროავტობუსი, რომელშიც პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები ისხდნენ, იმავე მიმართულებით მოძრავ ორ ავტომობილს დაეჯახა.
ერთი ავტობუსი გზიდან გადავიდა. ავტობუსებში ბავშვები იმყოფებოდნენ, რომლებიც კურორტებიდან სახლებში ბრუნდებოდნენ. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ავტობუსების მგზავრები არ დაშავებულან. ავარიის ამსახველი ვიდეომალასა სოციალურ ქსელში გავრცელდა.