„მათი განცხადებები, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს“ - მელიას პასუხი ბოკერია - კახიძეს

14 ივლისი 2019, 21:15 1147 ნახვა

ნიკა მელია ოთარ კახიძეს და გიგა ბოკერიას პასუხობს. მისი თქმით, ისრების გადატანა არასწორია და დღეს მთავარი სამიზნე ივანიშვილია. პოლიტიკოსი წერს,რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები სრულად აქვს გააზრებული და გასიგრძეგანებულიც. მათი განცხადებები კი, როცა საარჩევნო პერიოდი არაა და ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებს არ წარმოვადგენთ, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმეორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის. პარტია "ევროპულმა საქართველომ" გიგა ბოკერიას განცხადება  Facebook​-გვერდზე გაავრცელა.

ოპოზიციონერი ლიდერი 20 ივნისის ღამის შესახებ ოთო კახიძის მოსაზრებებს გამოეხმაურა, რომელიც სოფო ვერძეულის დასკვნის გამოქვეყნებას მოჰყვა. მისი თქმით ოთო კახიძემ  ზუსტად დასვა ყველა აქცენტი. გიგა ბოკერიას აზრით, ნაციონალური მოძრაობა სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს.  საზოგადოების მთავარი სამიზნე კი ივანიშვილის ხელისუფლებაა, მინისტრი გახარია უნდა გადადგეს. ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად, კი უნდა დაამარცხონ შემდეგ პროპორციულ არჩევნებში. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე  კოლეგებს უსვამს კითხვას, იზიარებენ, თუ არა , რომ რომ ნიკა მელიამ რამე დააშავა, როცა ხალხს "მშვიდობიანად" და "ხელებაწეულებს" პარლამენტის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა?

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი