გიგა ბოკერია - მთლიანად ვიზიარებ ოთარ კახიძის პოზიციას, რომ ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო

14 ივლისი 2019, 12:30 1370 ნახვა

პარტია "ევროპული საქართველო" გიგა ბოკერიას განცხადებას  Facebook​-გვერდზე ავრცელებს. ოპოზიციონერ ლიდერი 20 ივნისის ღამის შესახებ ოთო კახიძის მოსაზრებებს ეხმაურება, რომელიც სოფო ვერძეულის დასკვნის გამოქვეყნებას მოჰყვა. მისი თქმით ოთოკახიძემ  ზუსტად დასვა ყველა აქცენტი.

1. კრიზისის განსამუხტად იმ დღესვე უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე. 2. პარლამენტში შეჭრის აღსაკვეთად, სპეცრაზმის მომიტინგეების პირისპირ, პარლამენტს გარეთ დაყენება გაუგებარი და გაუმართლებელია. სპეცრაზმი უნდა მდგარიყო ალაყაფს შიგნით და დაეკავებინათ ყველა, ვინც შეჭრას შეეცდებოდა. 3. რა თქმა უნდა, მომიტინგეები უნდა გაეფრთხილებინათ მკაფიოდ და გარკვევით ადგილზე, თუ ძალადობრივად შლიდნენ აქციას. 4. პრინციპულად არასწორია ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება, ათიათასკაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად. 5. ის, რომ გამოყენებული ძალა დანაშაულებრივად დისპროპორციული იყო, ამაზე სრული კონსენსუსია. ასევე გიგა ბოკერიას მიაჩნია, რომ ნიკა მელიას მიმართ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად არის სრული აბსურდი, პოლიტიკურად კი უტიფარი მცდელობა მოიხსნან პასუხისმგებლობა, რაც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებას და პირველ, რიგში გახარიას ეკისრება.

ამავდროულად, ის იზიარებს ოთო კახიძის პოზიციას, რომ ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო. გიგა ბოკერიას აზრით, ნაციონალური მოძრაობა სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს.  საზოგადოების მთავარი სამიზნე კი ივანიშვილის ხელისუფლებაა, მინისტრი გახარია უნდა გადადგეს. ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად, კი უნდა დაამარცხონ შემდეგ პროპორციულ არჩევნებში. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე  ითხოვს,რომ „ევროპულმა საქართველომ" უნდა გააკეთოს განმარტება, ის, რაც, ოთო კახიძემ ნიკა მელიას მისამართით განაცხადა, არის მისი პირადი აზრი, რასაც პარტია ასევე საჯაროდვე გაემიჯნება. გიორგი ბარამიძე კოლეგებს უსვამს კითხვას, იზიარებენ, თუ არა , რომ რომ ნიკა მელიამ რამე დააშავა, როცა ხალხს "მშვიდობიანად" და "ხელებაწეულებს" პარლამენტის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა?

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში