რუსი  ტურისტების მოსაზიდად  დახარჯული  მილიონები

13 ივლისი 2019, 21:30 1420 ნახვა

რუსეთში ტურიზმის რეკლამირებისთვის 13 მილიონი ლარი  დაიხარჯა.  ინფორმაციას   ბმ.გე  ტურიზმის ეროვნულ  ადმინისტრაციაზე დაყრდნობით  ავრცელებს.    სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი - თითქმის 6 მლნ ლარი ხელისუფლებამ რუსეთში მარკეტინგზე 2013-2018 წლებში დახარჯა,  ეს იმ ფონზე, როცა კერძო  სექტორი,  მთავრობას, რუსეთში ხარჯის შემცირებისკენ მოუწოდებდა.  ოფიციალური მონაცემებიდან  ჩანს, რომ 2015 წელს რუსეთში მარკეტინგულ კამპანიაზე ტურიზმის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან 1.7 მლნ ლარი დაიხარჯა, მაშინ როცა მარკეტინგის სრული ბიუჯეტი თითქმის 18 მლნ ლარი იყო;

2017 წელს - 1,2 მლნ მარკეტინგის 18.5 მლნ-იანი ბიუჯეტიდან, ხოლო 2018 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოს ტურიზმის მარკეტინგისთვის 16.5 მლნ ლარი ჰქონდა გამოყოფილი, საიდანაც თითქმის 6 მლნ მხოლოდ რუსეთში დახარჯა.  2019 წელს მარკეტინგის ბიუჯეტი 17 მლნ ლარითაა განსაზღვრული, საიდანაც 7 მლნ ლარი უკვე დახარჯულია, მაგრამ არცერთი ლარი - რუსეთში. ცნობისთვის,  2013 წლიდან მოყოლებული რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა და გასულ წელს 1.4 მლნ-ს მიაღწია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი