სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადაადგილება შეფერხებულია. მოქალაქეების ცნობით, ავტომობილები საზღვის გადაკვეთას ვერ ახერხებენ, გამშვებ პუნქტთან არის რიგები. საცობების თავიდან ასაცილებლად პოლიცია ავტომობილებს კვარიათიდან უკან აბრუნებს.
შშს ინფორმაციით გადაადგილების შეზღუდვა, თურქული მხარის მხრიდან ტექნიკურმა შეფერხებამ გამოიწვია და საცობების თავიდან ასარიდებლად პოლიცია მოძრაობას არეგულირებს.