საქართველოს პრეზიდენტმა, „დოიჩე ველეს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის ფონზე, პარტნიორი სახელმწიფოების როლზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განცხადებით, პარტნიორები შუამავლები თუ არა, საქართველოს ადვოკატები უნდა იყვნენ, გააგებინონ რუსეთს, რომ მას მეზობლებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობა.პრეზიდენტის თქმით, საქართველო გამორჩეულად სტაბილური ქვეყანაა საკმაოდ არამშვიდ რეგიონში. მიუხედავად ყველაფრისა, სახელმწიფომ შეძლოს სტაბილურობის შენარჩუნება და დიდმა მეზობლებმა უფრო მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ მის მიმართ.