„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას დელეგატები რამდენიმე ქვეყნიდან ესწრებიან. გაიმართა დახურული, პირისპირ და ღია შეხვედრები. მთავარი კი რა თქმა უნდა ევროსაბჭოს პრეზიდენტის მესიჯები იყო. დონალდ ტუსკმა და საქართველოს პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს. ამის შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა, შეხვედრა გაიმართა მმართველ გუნდთანაც.
როგორც უკვე გითხარით შეხვდა ბიძინა ივანიშვილსაც. ქართული ოცნების თავმჯდომარე კონფერენციას არ დასწრებია, შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. სწორედ ივანიშვილთან შეხვედრის შეფასებისას თქვა დონალდ ტუსკმა, რომ მისი შეფასებით საქართველოში ყველაფერი კარგადაა.