ბიზნესმენი საზოგადოებრივ ასპარეზზე, მალე კი სავარაუდოდ პოლიტიკაში - მამუკა ხაზარაძე მოძრაობას ქმნის და აცხადებს, რომ საჭიროა დასავლური ღირებულებების მქონე პროგრესული საზოგადოების გაერთიანება. ახლა მთავარი კითხვაა ვინ გაერთიანდება ბიზნესმენთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ღიად დაუპირისპირდა მმართველ გუნდს. არაოფიციალურად უკვე საუბრობენ გიორგი კვირიკაშვილზე, რომელიც სხვათაშორის გადადგომის შემდეგ პირველად 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოჩნდა, თან საკმაოდ კრიტიკული წერილით. მოკლედ, ერთი რამ ცხადია - ყველა დარწმუნებულია, რომ ხაზარაძე ახალი, თუ ძველი თანამოაზრეებით 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. რა შეფასებები მოჰყვა ხაზარაძის წერილს პოლიტიკურ წრეებში, დედაქალაქსა და რეგიონში.