ქვეყანა რამდენიმე აქციით, ჰომოფობიური განცხადებებით, ქამრებით და მუქარებით, მიუხედავად ამისა შემდგარი მარშით, გაბუნიას გინებით, შეჩერებული უფლებამოსილებით, მთავრობის განცხადებებით მხოლოდ რუსთავი 2-ზე, საგარეო უწყების ისტორიული მიმართვით და ოფიციალური კრემლის მიერ მოწონებული რეაქციით - ეს საქართველოს 8 ივლისია.
დუმის რამდენიმე დეპუტატი გაბუნიას ექსტრადირებას ითხოვს, დასჯაზე მინიშნებებს აკეთებენ საქართველოს ხელისუფლებაშიც, ჩნდება სიტყვის თავისუფლების საფრთხე - სანამ ამ ყველაფერზე დეტალურად მოგიყვებით, მანამდე გამოხატვის თავისუფლება და აქციები თბილისში.
პარლამენტთან ვასაძის, მარშის და მშობელთა კავშირის მხარდამჭერები იმყოფებიან, არ უთმობენ ადგილს მეცხრამეტე დღეს ანტისაოკუპაციო აქციის ორაგნიზატორებს - რუსთაველზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული - კორდონია გავლებული აქციას და კონტრაქციას შორის.