ბურატინო’’ - ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის საბავშვო სტუდიის პედაგოგებმა დადგეს. სპექტაკლში ამავე სტუდიის 45 აღსაზრდელი მონაწილეობს. დღევანდელი წარმოდგენა წლის ერთგვარი შეჯამება იყო. მომავალი სეზონი სასწავლო წლის განახლებისთანავე დაიწყება.