ბათუმში საერთაშორისო სტომატოლოგთა კონგრესი მომდინარეობს. მეთხუთმეტე შეკრება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. კონგრესს საქართველოსა და მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია მართავს.
სტომატოლოგები გაცვლიან ინფორმაციას მიღწევებზე, ახალ ტექნოლოგიებსა და მეთოდებზე. ღონისძიებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელები და სხვადასხვა პროფილის სამედიცინო ასოციაციების პრეზიდენტები ესწრებიან. კონგრესმა ხელი უნდა შეუწყო სამედიცინო ტურიზმის განვითარებას.