ნივრის პროგრამა - ხულოსა და შუახევში ცუდ მოსავალს ელიან

04 ივლისი 2019, 21:34 1183 ნახვა

რატომ დგას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ ნივრის ქვეპროგრამის წარმატება აჭარაში? წარუმატებლობას ფერმერები პროგნოზირებენ, განსხვავებულ პროგნოზს აკეთებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მთავრობისგან განსხვავებით, ფერმერები ამბობენ, რომ მოსავალმა არ გაამართლა და იმაზე ცოტა მოვიდა, ვიდრე ელოდნენ. შესაბამისად შიშობენ, რომ საბანკო კრედიტებს, რომლითაც მთავრობისგან ნიორი იყიდეს, ვერ გადაიხდიან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი სავარაუდო პირობას ეხება - ერთ-ერთ ოჯახში გვიყვებიან, რომ სამინისტროს დაქვემდებარებულმა სამსახურმა მათ პირობა წაუყენა - გააფრთხილა რომ სათიბ ტექნიკას, მხოლოდ 150 კილო ნივრის შესყიდვის შემთხვევაში შესთავაზებდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში