21 ჟურნალისტი სამხედრო სწავლებას გადის

03 ივლისი 2019, 11:01 1766 ნახვა

„ღირსეული პასუხი 2019“ - თავდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, სხვდასხვა მედიასაშუალების 21 მოქმედი და მომავალი ჟურნალისტი, სამხედრო თეორიულ და სიმულაციურ სწავლებას გადის. 

ჟურნალისტებს კრიზისულ ვითარებაში მოქმედების სტრატეგიებს ასწავლიან. სამხედრო ტრენერებმა პროექტის მონაწილეებს გააცნეს ავღანეთში მოქმედი ქართული საჯარისო ნაწილების მუშაობის სპეციფიკა. ასევე, ასწავლეს როგორ უნდა აღმოუჩინონ დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება,  მძიმე რელიეფურ და სტრესულ გარემოში როგორ უნდა იმუშაოს და გადაირჩინო თავი. ჟურნალისტებს გააცნეს რადიოაქტიული და სწრაფად აალებად ნივთიერებები, ასევე კინოლოგების მუშაობის სპეციფიკა, რომლებმაც ველზე იმიტირებული განაღმვითი სამუშაოები აწარმოეს ჟურნალისტებთან ერთად.

დატვირთული ფიზიკური თუ თეორიული სწავლების პარალელურად, ჟურნალისტებთან მუშაობენ  ფსიქოლოგებიც, რომლებიც ინდივიდუალურად ეხმარებიან სწავლების მონაწილეებს სტრესულ გარემოში მუშაობაში.

სწავლების ბოლოს, 5 ივლისს, ჟურნალისტები იმიტირებულ "News Room”-ში იმუშავებენ და იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან დაყრდნობით მოამზადებენ სხვადასხვა მედია პროდუქტს, იმუშავებენ სიმულაციურ კონფლიქტურ გარემოში, რომელიც სპეციალურ სამხედრო პავილიონებშია მოწყობილი.

 

ავტორი - ლევან ურდია 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი