არქეოლოგიური აღმოჩენა ფიჭვნარში

24 აგვისტო 2016, 00:00 3222 ნახვა

ქობულეთში ფიჭვნარის ნაქალაქარსა და სამაროვანზე საველე არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ძვ.წ. მეოთხე საუკუნის 7 სამარხი და 5 სარიტუალო მოედანი აღმოაჩინეს. ასევე ნაპოვნია ანტიკური შავლაკიანი ჭურჭელი მათ შორის დაკრძალვის რიტუალისთვის დამახასიათებელი ლეკიტოსები, სამკაულები და ოქროს ნახევრადმთვარისებრი საკიდები. აქვე მიმდინარეობს ფართო სამუშაოები ელინიზმისა და კლასიკური ხანის უძრავი კულტურული ფენებისა და ადრე რკინის ხანის მოკირწყლული მოედნის შესწავლა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი