ამ წუთებში ავღანეთის დედაქალაქში ორმხრივი სროლაა. დილას, დიპლომატიურ კვარტალში მომხდარი აფეთქების შემდეგ, სროლა ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა.
როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს წყარო უყვება, ცეცხლი თავდამსხმელებმა, როგორც ქალაქში, ასევე ავიაბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნეს. მათ საპასუხო ცეცხლიც გაუხსნეს.
ტერიტორია, სადაც თავდამსხმელები არიან ავიაციითაც იბომბება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მოიერიშე ავიაციის საშუალებით სამხედრო-საჰაერო ძალებმა ტერორისტების მიმართულებით უმართავი რაკეტები ისროლეს. განგაშია გამოცხადებული ქაბულში მდებარე ბაზებზე.