„აიპლიუსის” მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

26 ივნისი 2019, 16:03 1685 ნახვა

მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია 1987 წელს დაბადებული ნ.რ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა  მიმდინარე წლის 26 ივნისს, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია "iplus"-ში შეიჭრა, რის შემდეგაც, გამყიდველს ძალადობის და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ფული და ტელეფონი მოსთხოვა. ბრალდებულმა დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და გასაყიდი საქონელი. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ.რ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე 144-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისში, პეკინის ქუჩაზე  “აიპლიუსის” მაღაზიაში მძარცველების შეჭრის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში  შეტყობინება დღეს დილით  შევიდა. ადგილზე  დილიდან მობილიზებული იყვნენ შშს-ს თანამშრომლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში