საცხოვრებელ კორპუსში სატვირთო ლიფტი ჩამოვარდა, არიან დაშავებულები

23 ივნისი 2019, 15:42 9246 ნახვა

ბათუმში, კობალაძის 15 ნომერში, სატვირთო ლიფტი მესამე სართულიდან ჩაწყდა. ლიფტის ჩავარდნის დროს, მასში 8 ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმე მათგანმა დაზიანება მიიღო, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს აქვს დაჟეჟილობები, ერთს კი ფეხი დაზიანებული. 

შენობა, სადაც ლიფტი ჩამოვარდა დაუსრულებელია. დაუსრულებელ სახლში, უკვე ერთი წელია 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. ვინაიდან დაუსრულებელ სახლში არ არის დამონტაჟებული სამგზავრო ლიფტი, მოქალაქეები სატვირთო ლიფტით სარგებლობდნენ, რომელსაც კარი არ აქვს. 

ბინაში მცხოვრებლები მოითხოვენ უსაფრთხო ლიფტის გაკეთებას.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში