იპოთეკით დაზარალებულების პროტესტი

20 ივნისი 2019, 17:53 1611 ნახვა

იპოთეკით დაზარალებული ოჯახების საპროტესტო აქცია  ქობულეთის მერიასთნ. ისინი  გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხს ითხოვენ.  

ოჯახების ინფორმაციით,  ერთი თვის წინ ქობულეთის მერს  შეხვდნენ რომელმაც მთავრობის თავმჯდომარესთან უშუამდგომლა, თორნიკე რიჟვაძისგან  კი კონკრეტული დაპირება მიიღეს, თუმცა საქმეს შესწავლა გადაიდო. ქობულეთის მერის განცხადებით პრობლემაზე ინტენსიურად  მუშაობენ აჭარის მთავრობასთან ერთად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი მოლაპარაკება ახლაც მიმდინარეობს.

მოქალაქეებს დღეს ქობულეთის მაჟორიტარი  საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე შეხვდა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი