დიდთოვლობა ხულოში

25 თებერვალი 2025, 10:54 304 ნახვა
00:00
00:00

ხულოში ინტენსიურად თოვს, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა მეტრნახევარს გადააჭარბა, დაბალ ზონაში კი მეტრს მიაღწია. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სპეცტექნიკა.

უწყების ინფორმაციით,  მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები, იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები.

მათივე ინფორმაციით,  წყალმომარაგებასა და ელექტროენერგიის კუთხით შექმნილი შეზღუდვები აღმოფხვრილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში