კონკურსი ახალგაზრდული ორგანიზაციების პროექტების დასაფინანსებლად

24 მარტი 2025, 11:21 224 ნახვა

ქობულეთის მერიამ ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების პროექტების დაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამით  სარგებლობა ქობულეთში  რეგისტრირებულ, 14-დან  29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. 

მსურველებმა განცხადება მერიაში უნდა წარადგინონ.  დაფინანსება ერთ პროექტზე 5000 ლარს არ აღემატება.

პროექტისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარია გამოყოფილი, მიზანი კი ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებაა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში