გავრცელებული ინფორმაცია, რომ დავით სერგეენკო პოსტს ტოვებდა პრემიერ-მინისტრმა არ დაადასტურა

17 ივნისი 2019, 15:01 1375 ნახვა

გავრცელებული ინფორმაცია, რომ  დავით სერგეენკო პოსტს ტოვებდა პრემიერ-მინისტრმა არ დაადასტურა. თუმცა მამუკა ბახტაძემ  განაცხადა, რომ გუნდში განახლება და ახალი სისხლი მნიშვნელოვანია, ამასთან ჯანდაცვის მინისტრი ყოველთვის დარჩება ,,ქართული ოცნების“  გუნდში.

მამუკა ბახტაძემ შეკითხვაზე აპირებს თუ არა დავით სერგეენკოს გადაყენებას უპასუხა, რომ მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ. მამუკა ბახტაძემ მედიის შეკითხვებს ტრადიციულ ბრიფინგზე უპასუხა, რომელიც მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაიმართა.  მთავრობის მეთაურმა ბრიფინგი აშშ-ში ვიზიტის შეფასებით დაიწყო, რომელსაც შედეგიანი უწოდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი