ხმაური საკრებულოს სხდომაზე ქედაში

14 ივნისი 2019, 15:02 1501 ნახვა

ხმაურით დაიწყო საკრებულოს სხდომა ქედაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა შენიშვნა გამოთქვა საკრებულოს სხდომაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერებზე. მისი თქმით,  ტენდერები საკითხების დამტკიცებამდე ცხადდება.

ვაჟა ბოლქვაძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. მან საკრებულოს თავმჯდომარე წარმომადგენლობითი ორგანოს შესუსტებაში დაადანაშაულა,  რაზეც შუქრი თურმანიძემ განაცხადა, რომ საკრებულოს დიკრედიტაციას ვაჟა ბოლქვაძე  თავად  ცდილობდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს წევრებმა მახუნცეთში სველი წერტილების, წყლისა და გარეგანათების პრობლემებზეც ისაუბრეს. ასევე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თქვეს, რომ ქოსოფელსა და ჭალახმელაში რეაბილიტაციას საჭიროებს ხიდები.

მერის პირველმა მოადგილის განცხადებით,  საკითხები ეტაპობრივად მოგვარდება. დღევანდელ სხდომაზე ცვლილება შევიდა ბიუჯეტში. დამტკიცდა სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი